"ეს ჭინკა ვის დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა" - ხაბეიშვილი "ხარებაზე"
"ზურაბ ხარაზიშვილი საზოგადოებისთვის საშიშია" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის დღეს გაჟღერებულ მუქარას.
მისი თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ „ამ ყველაფერს უკეთებენ ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად სახის ძვლებს უმტვრევენ“.
„ყველაზე ტრაგიკული არის და ყველას უნდა ესმოდეს ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახის ძვლებს უმტვრევენ. მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეხორცდა, მაგრამ თქვენს რეპუტაციას არასდროს აღარაფერი არ ეშველება. ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები. არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება ნაკლებად საინტერესოა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ზვიად ხარაზიშვილი ლევან ხაბეიშვილს "უარესით" ემუქრება. "ტვ პირველთან" ინტერვიუში "ხარება" ამბობს, რომ ის "არაკაცებს" სცემს და სია აქვს.