„პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები“ - მაჭარაშვილი
„პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე" - "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პრეზიდენტზე იერიში ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან მიიტანა და სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა გლობალური ომის პარტიასთან თანამშრომლობაშ.
სალომე ზურაბიშვილის ექვსწლიანი ვადა ნამდვილად ნეგატიურად ორიგინალური იქნება და ისტორიაში შემდეგი დასახელებით შევა: „პრეზიდენტობიდან რეზიდენტობამდე." რატომ? იმიტომ! როცა გლობალური ომის პარტია დარწმუნდა, რომ ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე მეტად, რეზიდენტობა შეეძლო, პირდაპირ უთხრა- „სალო, ვერ შედექი პრეზიდენტად - გამოდგები რეზიდენტად." ზურაბიშვილმაც პასუხი არ დააყოვნა: „პრეზიდენტის ფიქრები, რეზიდენტი ვიქნები.“ ასე შედგა გარიგება ზურაბიშვილსა და უცხოურ ძალას შორის. ასე დაკარგა ლეგიტიმაცია ზურაბიშვილმა ხალხისგან და მიიღო ნაცოპოზიციისგან", - განაცხადა მაჭარაშვილმა.