მიშელისგან იყო მოწოდება, რომ დოკუმენტს სასურველია, შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია - სალომე სადაშვილი

19.07.21 11:19
მიშელისგან იყო მოწოდება, რომ დოკუმენტს სასურველია, შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია - სალომე სადაშვილი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ყველა ოპოზიციურ პარტიას 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მისაღწევად.

ჩვენ მოვისმინეთ მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ ამ დოკუმენტს სასურველია, შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ მისი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ვისაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ დოკუმენტს",  - ამბობს სამადაშვილი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ბათუმში შეხვდა. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.