დღეს სამართლებრივად გაფორმდება ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები - გოცირიძე

28.05.24 15:35
დღეს სამართლებრივად გაფორმდება ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები - გოცირიძე

მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით!თქვენ ხართ საკუთარი თავის მტრები - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდოამზე სიტყვით გამოსვლისას  „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

გოცირიძემ "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ სტრატეგიული მეგობრები მტრებად გამოცხადებით, ისინი ქვეყნის მოკაკვშირეებს კარგავენ. 

„შოთა რუსთაველის სიტყვებია - „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. თქვენ ხართ საკუთარი თავის მტრები, მაგრამ თქვენი მტრობით, ღალატით, ქვეყანას მტრობთ. თქვენ დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლით, დღეს სამართლებრივად გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები, მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თქვენ ებრძვით მეგობრებს, თქვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც არიან ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, მტრებად გამოაცხადეთ და თქვენ მეგობრად გამოაცხადეთ პირსისხლიანი რუსეთის რეჟიმი. თქვენ დაკარგეთ ყველა მეგობარი, ბოლო მეგობარიც კი, უნგრული ჩინოვნიკების სახით, როდესაც უნგრეთის წარმომადგენელს საშინელი ცილი პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ადამიანმა დასწამა", - განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები