უნდა გააკეთოთ არჩევანი და თქვენს შვილებს გასცეთ პასუხი, რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე - მსხილაძე "ოცნებას"
"თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და თქვენს შვილებს გასცეთ პასუხი, რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე", - ამ სიტყვებნით დაასრულა სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
გიორგი მსხილაძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა და შეახსენა, რომ ვალდებულება აქვთ, როგორც ქვეყნის, ისე საკუთარი ოჯახის წინაშე და დღევანდელი გადაწყვეტილება - დაძლევენ თუ არა ვეტოს - ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად შევა.
თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და თქვენს შვილებს გასცეთ პასუხი, რატომ მოექეცით თქვენს ქვეყანას ასე, მათ მომავალს რატომ მოექეცით ასე, თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში, ახლა რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე და წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის ვის მხარეს იყო სიმართლე - ჩემს მხარეს თუ თქვენს მხარეს," - ამბობს გიორგი მსხილაძე.