რას გვაბოლებ? ვინ არის შენი ასაგდები? უზრდელო - დაჩი ბერაია მსხილაძეს
„მერე მოხდა ამ დასკვნის დაწერა, რას გვაბოლებ? ვინ არის შენი ასაგდები? უზრდელო“ - ამ სიტყვებით მიმართა დაჩი ბერაიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
დაჩი ბერაია გააღიზიანა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების დასახელებამ, სადაც "ოცნების" რუსული კანონი გაკრიტიკებულია და ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, რომ კანონი გაეწვია, მათ შორის ვენეციის კომისიაზე იყო საუბარი.
მე მერვე წელია, რაც პარლამენტის წევრი ვარ, მანამდეც თვალყურს ვადევნებდი ტრიბუნას, ასეთი მოუმზადებელი ადამიანის დგომა პარლამენტის ტრიბუნასთან არ გვინახავს, როგორსაც დეს ვხედავთ, იმიტომ, რომ არ გაქვთ არანაირი არგუმენტი, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს მსგავსი არგუმენტი,“ - ამბობს დაჩი ბერაია.