იყო ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს "ოცნება" შეთანხმებას - ბადრი ჯაფარიძე მიშელთან შეხვედრაზე

19.07.21 11:30
იყო  ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს "ოცნება" შეთანხმებას  - ბადრი ჯაფარიძე მიშელთან შეხვედრაზე

ოპოზიციის ლიდერებiსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. "ლელოს" წევრის, ბადრი ჯაფარიძის, თქმით, შეხვედრამ შედეგიანად ჩაიარა, სადაც აღინიშნა, რომ ხელისუფლება 19 პრილის შეთანხმებას არღვევს. 

ძალიან შინაარსიანი, კარგი და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ მიშელთან, კიდევ ერთხელ ჩვენი უახლოესი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესმა თანამდებობის პირმა დაადასტურა ჩვენი ხალხის უპირობო მხარდაჭერა და ის, რომ ყველა ნაბიჯს განახორციელებს, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ უმწვავესი რეგიონული გამოწვევების ფონზე. იყო აბსოლიტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს "ოცნება" შეთანხმებას სასამართლოს მოსმაართლეების დანიშვნის ნაწილში, ასევე ის, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული, ეს არის იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა, საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადაიდო", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.