არმაზ ახვლედიანი "ოცნებას": გაბედეთ და თქვით "არა", ეს არასდროს არის გვიან

28.05.24 17:31
არმაზ ახვლედიანი "ოცნებას": გაბედეთ და თქვით "არა", ეს არასდროს არის გვიან

 გაბედეთ და თქვით "არა", ეს არასდროს არის გვიან - ამ სიტყვებით მიმართავს დეპუტატი არმაზ ახვლედიანი "ქართულ ოცნებას".

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრა რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე ახვლედიანმა სიტყვით გამოსვლის დროს "ქართული ოცნების" დეპუტატებს მოუწოდა, რომ არ4 დაემორჩილონ დავალებას და არ დათანხმდნენ ვეტოს დაძლევას.

ყოფილა დრო, ჟამი, როცა შეშლიათ მმართველებს და ამ ბატონებს და ქალბატონებს უთქვამთ არა, გაბედეთ და თქვით "არა", ეს არასდროს არის გვიან. ყველას ჩაეთვლება თუნდაც ყველაზე ბოლო მომენტში ნათქვამი და ვერასდროს გავიზიარებთ იმ აზრს, რომ უნდა განვსაჯოთ ადამიანი იმით, რა იყო გუშინ, უმთავრესია, რას ვაკეთებთ აქ და ახლა,“ - ამბობს არმაზ ახვლედიანი.

მსგავსი სიახლეები