ივანიშვილის და კრემლის მიერ დარაზმული 84 ადამიანი მზად არის ჩაიდინოს ამ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ ღალატი - ბუაძე
ივანიშვილის და კრემლის მიერ დარაზმული 84 ადამიანი მზად არის ჩაიდინოს ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღალატი - ამის შესახებ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე მყოფმა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძის თქმით, საზოგადოების ერთიანობა და ბრძლა ევროპული მომავლისთის აუცილებლად გადაფარავს "რუსულ სპეცოპერაციას"
არც პოლიტიკურად და არც ადამიანურად არ არსებობს ამაზე უფრო მძიმე საყურებელი რამ, ვიდრე როდესაც ივანიშვილის და კრემლის მიერ დარაზმული 84 ადამიანი მზად არის რომ ჩაიდინოს ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ღალატი. თუმცა, ხედავთ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვუპირისპირებთ საზოგადოების ერთიანობას, ბრძოლისუნარიანობას, რომელიც აუცილებლად გადაფარავს ამ რუსულ სპეცოპერაციას და რუსულ კანონთან და რუსულ რეჟიმთან ერთად ჩარეცხავს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავი მოაქცია ისტორიის არასწორ მხარეს", - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც "ოცნება" რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.