შავგულიძე "ოცნებას": ეს კანონი კლავს

28.05.24 17:34
შავგულიძე "ოცნებას": ეს კანონი კლავს

"ეს კანონი კლავს" - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს.

შავგულიძემ სასესიო სხდომაზე, სადაც რამდენიმე წუთში საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დასაძლევად კენჭისყრად გამართავს, ჩამოთვალა ის მუხლები, რასაც ეს კანონი ეწინააღმდეგება და ის სფეროები, რომელიც ამოქმედების შემდეგ შეიზღუდება.

ეს კანონი კლავს - შესაძლებლობას აძლევს ხელისუფლებას, მისი გამაკრიტიკებელი ხმა არასამთავრობო სექტორის და დამოუკიდებელი მედიის სახით მოსპოს. ამიტომ ეწინააღმდეგება ეს კანონი კონსტიტუციის 22-ე მულს, გაერთიანების თავისუფლებას - იმიტომ, რომ გაერთიანების უფლება არის და თუ მოკლავ აღარ ყოფილა,“ - ამბობს შალვა შავგულიძე.

მსგავსი სიახლეები