ბუჩუკური: არ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი ადამიანებისგან, რომლებიც შვილებს უქმნიან საფრთხეს

28.05.24 17:36
ბუჩუკური: არ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი ადამიანებისგან, რომლებიც შვილებს უქმნიან საფრთხეს

"არ უნდა გაგვიკვირდეს არაფერი ადამიანებისგან, რომლებიც შვილებს უქმნიან საფრთხეს" - ეს განცხადება პარტია 'საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.

დეპუტატმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს მიმართა, რომელსაც უწევდა მოსმენა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან  შეურაცხმყოფელი განცხადებების. 

სამწუხაროდ, არ უნდა გაგიკვირდეთ შეურაცხყოფა და თავდასხმები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც უწევთ პერსონალური პასუხისმგებლობების აღება იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რა შედეგებსაც ეს კანონი ქვეყანას მოუტანს, მოუწევთ პასუხისმგებლობის, პერსონალური პასუხისმგებლობის აღება იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც ეს კანონი ქვეყანას მოუწევს. მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იცავენ, ახლა უკვე უწოდებენ და ეძახიან მტერს. არ უნდა გაგიკვირდეთ იმ ადამიანებისგან არაფერი, რომლებსაც, ძალიან მიმძიმს მე ახლა ამის თქმა, მაგრამ, რომლებსაც შეუძლიათ, რომ ყველაზე ძვირფასს - საკუთარ შვილებს და საკუთარი შვილების მომავალს შეუქმნან საფრთხე და სწირავენ საკუთარ შვილებს საიმისოდ, რომ ამ ტვირთით იარონ ამ ქვეყანაში, ეს ძალიან მძიმეა... თუმცა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ საკუთარი შვილების სიყვარული მოგცემთ ძალას, რამდენიმე საათში ამ მოღალატეობრივ აქტში მონაწილეობა არ მიიღოთ,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები