ვოლსკის შვილს ვაშინგტონში $476 000-იანი სახლი აქვს
რუსული კანონის მიმღებ დეპუტატის, გია ვოლსკის შვილს აშშ-ში სახლი აქვს.
სტუდია მონიტორის ინფორმაციით, სანდრო ვოლსკიმ ვაშინგტონში სახლი 2019 წელს, 476 000-დოლარად შეიძინა.
დეპუტატის შვილი Culmen International-ში, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიაა, უფროს მრჩევლად მუშაობს.