სრული პანიკა სავალუტო ბაზარზე - ეკონომისტების თქმით, პროცესს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება შეაჩერებს
სავალუტო ბაზარზე სრული პანიკაა -"ქართული ოცნების" რუსულმა კანონმა ეკონომიკაც ჩამოანგრია. ლარი რეკორდულად უფასურდება, პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 60 მილიონ გამოიტანა, თუმცა ეროვნული ვალუტის გამყარება მაინც ვერ მოხერხდა.
ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ რომ, ეს პროცესი არ გაჩერდება და ლარის გაუფასურებას ჯაჭვური ეფექტი ექნება, აისახება ფასებზეც, ინვესტიციებზეც, შეიქმნება სამუშაო ადგილების დეფიციტი და ქვეყანა გაჭირვების ზღვარზე აღმოჩნდება.
გიორგი კეპულაძის თქმით, მხოლოდ რეზერვებით ეს პროცესი ვერ გაჩერდება და რომ პროცესს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გააჩერებს.
ბიზნესი ძალიან კარგად ხვდება, რომ იქნება სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზე და შესაბამისად, უკვე დაიწყო ბაზარმა რეაგირება. მხოლოდ რეზერვებით არ პროცესს ვერ გავაჩერებთ. ამ პროცესს გააჩერებს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ლარის კურსი მხოლოდ ერთი ფაქტორია, რომელიც შემდეგ გადაეცემა ფასებს. იმატებს იმპოტირებულ პროდუქციაზე ფასები, როდესაც ლარი უფასურდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნიდან კაპიტალის გადინება დაიწყოს. სამწუხაროდ, ეს ხალხი მოტივირებულია, რომ უღალატოს მის ქვეყანას, ეროვნულ ინტერესებს და მათ შორის ეკონომიკასაც", - ამბობს გიორგი კეპულაძე.