ნინო წილოსანი: ჩვენი შვილები იამაყებენ, იმით რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ
"ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ" - ამის შესახებ რუსული კანონის მიმღებმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამეტში განაცხადა.
დეპუტატის სამიზნე დღესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე იყო. მან მომხსენებელს "ამორალურიც" კი უწოდა.
"წარმოუდგენლად ამორალური ადამიანი ბრძანდებით. ჩვენი შვილები იამაყებენ, [იმით] რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ და ჩვენი ქვეყანა იამაყებს თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. აი, თქვენ და თქვენი უფროსი სად იქნებით, ისტორიის ფურცლებზე, აი მაგას დაგანახებთ. აქ შევხვდებით, თუ არ გაიქცევით ქვეყნის გარეთ". - განაცხადა წილოსანმა.