პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

28.05.24 18:06
პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე მსჯელობა დასასრულს უახლოვდება

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობა მანქანით დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანო იმ დროს დატოვა, როცა რუსულ კანონზე დასკვნით ეტაპზე მიდის სასესიო სხდომა.

რამდენიმე წუთში რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად კენჭისყრა იქნება.

უცნობია, სად წავიდა პაპუაშვილი. ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, ვის ხვდება პარლამენტის თავმჯდომარე.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ დეპუტატებთან ოპონირების რეჟიმში იყო, ყველა მათ განცხადებას თითქმის მოსდევდა პაპუაშვილის რეპლიკა:

მსგავსი სიახლეები