ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა (ვიდეო)
ირმა ზავრადაშვილმა გიორგი ვაშაძეს წყალი შეასხა. იმ დროს, როცა გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ტრიბუნაზე იდგა და რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოსულ მოსახლეობას მადლობას უხდიდა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა მას წყალი შეასხა სახეში.
ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა, ეს არის სწორედ ის ღალატის გზა, რომლებსაც თქვენ ადგახართ, მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს თქვენ მიერ ღალატით აჩეული გზა, იმიტომ, რომ ერთიან საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს. უსამშობლოების გაერთიანება ხართ, რომლებიც ღალატის გზას ხართ დამდგარი," - ამბობს ვაშაძე.