გაქცეული პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბათუმში გამოჩნდა, თუმცა მან მედიის კითხვები უპასუხოდ დატოვა. ჟურნალისტების შეკითხვები 5 ივლისის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხებდა, თუმცა ღარიბაშვილმა ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, სავარაუდოდ, კონფერენციამდე შეხვდება.