საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან

28.05.24 18:46
საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან

საპარლამენტო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა. ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. 

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციონერები ჩავლენ აქციაზე და შეუერთდებიან პროტესტს.

სხდომათა დარბაზში რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

დღეს როგორც არასდროს, მე მჯერა საქართველოს გამარჯვების, მჯერა, რომ გაიმარჯვებენ ახალგაზრდები და გავიმარჯვებთ ჩვენც, ყველა, ვინც ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველა ასპარეზზე. ჩვენ ახლა დავტოვებთ პლენარულ სხდომათა დარბაზს და შევუერთდებით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს,“ - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები