სანქციებს არ ველოდები, რა უნდა დამასანქცირონ, არანაირი ბიზნესი არ მაქვს - ელგუჯა გოცირიძე

28.05.24 19:02
სანქციებს არ ველოდები, რა უნდა დამასანქცირონ, არანაირი ბიზნესი არ მაქვს - ელგუჯა გოცირიძე

"ოცნების" დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე ამბობს, რომ აშშ-გან სანქციებს არ ელოდება, რადგან დასასანქცირებელი არაფერი აქვს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც "ოცნება" გეგმავს, რუსული არ არის და ამას ყველა მალე დაინახავს. დეპუტატი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, დაუჭერს თუ არა რუსულ კანონს მხარს, თუმცა ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი ქვეყნის კეთილდღეობაა. 

რა კონკრეტული ბიზნესი? სანქციებს არ ველოდები, რა უნდა დამასანქცირონ, არანაირი ბიზნესი მე არ მაქვს ამ წუთას. მე არავის დავუპირისპირდი, ეს გამოჩნდება ვინ ვის დაუპირისპირდა. ასე ნუ აკეთებთ აქცენტს, რომ რუსულია. ვიღაც ფიქრობს, რომ რუსულია, ვიღაც ფიქრობს, რომ ქართულია. ასე ნუ აკეთებთ აპელირებას რუსულ კნაონზე. განერვიულები ხართ ძალიან... ჩემი სამსახური და გადაგმული ნაბიჯი ერთადერთს ემსახურება მხოლოდ - ჩემი ქვეყნის კეთილდღებას  -  ამბობს ელგუჯა გოცირიძე. 

მსგავსი სიახლეები