30 წელი რომ გაყო, წელიწადში რამდენი გამოდის? - გოცირიძე აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ითვლის
30 წელი რომ გაყო, წელიწადში რამდენი გამოდის? - ასე პასუხობს „ოცნების“ დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე პირველების ჟურნალისტის კითხვას.
ჟურნალისტის კითხვაზე, 4 მილიარდით დაეხმარა ბოლო 30 წლის განმავლობაში და რატომ ართულებს პარტნიორებთან ურთიერთობას ხელისუფლება, გოცირიძე აშშ-ის დახმარებას წლების რაოდენობაზე ყოფს.
ბევრ რამეში დაგვეხმარა... ამას ისტორია განსჯის. მე არავის ვუპირისპირდები. ჩემი საქმიანობა და გადგმული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ქვეყნის კეთილდღეობას. შეიძლება ამ კეთილდღეობის გზას სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად...“ - ამბობს გოცირიძე.