ლანდსბერგისი: ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
"ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას" - ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ავრცელებს.
ლანდსბერგისი ეხმაურება რუსული კანონის დამტკიცებას და პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. ის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც ჩანს შავ-თეთრი ფოტო პარლამენტთან გამართული აქციიდან.
ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს. თითქმის არავის," - წერს ლანდსბერგისი.