ჯაფარიძე: სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას
"დღეს “ოცნებამ” კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ ბოლშევიკებთან ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ," - ამ განცხადებას "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აკეთებს.
ჯაფარიძე რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება:
ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ და სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას !" - წერს ბადრი ჯაფარიძე.