"ღრმად შეშფოთებული ვართ კანონის უარყოფითი ზემოქმედებით" - ევროსაბჭოს გენერალური მდივანი რუსულ კანონზე
"მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც" - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი წერს და რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება.
ის შეშფოთებას გამოხატავს რუსული კანონის დამტკიცების გამო და იმ საფრთხეებზე წერს, რაც ამ კანონს შესაძლოა მოჰყვეს.
გარდა ამისა, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ეხმაურება დაუსჯელ მოძალადეებს, ვინც არბევს და სასტიკად უსწორდება მომიტინგეებს.
„ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, გააუქმოს პრეზიდენტის ვეტო და გააგრძელოს კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით საბოლოო დამტკიცება, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა მისი შეუთავსებლობის შესახებ ევროპულ სტანდარტებთან.
„ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან დახევის საბოლოო შემთხვევაზე და უარი თქვა მნიშვნელოვანი დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც.
„ასევე შემაშფოთებელი რჩება აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გავრცელებული დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების მიმართ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ისეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
„ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს," - წერია განცხადებაში.