ქვეყნის ღალატის აქტი გაფორმებულია - რუსთაველის გამზირი ხალხით გადაივსო

28.05.24 20:03
ქვეყნის ღალატის აქტი გაფორმებულია - რუსთაველის გამზირი ხალხით გადაივსო

 

 

ქვეყნის ღალატის აქტი გაფორმებულია. ივანიშვილის რეჟიმის 84-მა  დეპუტატმა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპულის მომავალის ძირის გამოთხრა დღეს ოფიციალურად დაიწყო, თუმცა ეს დასასრული არ არის. პასუხად "ქართულმა ოცნებამ"  ქართველი ხალხის უპრეცედენტო პროტესტი მიიღო. იმ ადამიანების, რომლებმაც დიდი ხანია უკვე თქვეს, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპა, არა რუსეთი და ოკუპანტისთვის ქვეყნის ჩაბარებას  არ აპირებენ.

რუსთაველის გამზირი ისევ  გადავსებულია. ამ წუთებში საქართველოს მოქალაქეები საქართველოს უახლესი ისტორიის კიდევ ერთ ფურცელს წერენ. ხალხი ოლიგარქის რეჟიმმა ვერაფრით შეაშინა. ბევრჯერ დაარბიეს, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ კიდევ უფრო მეტნი არიან, ვიდრე მანამდე. უკომპრომისო ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის ახალი ძალებით იღებს სტარტს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები