ძალიან კარგად მახსოვს აშშ-ის კრიტიკული პოზიცია სააკაშვილის დროს - ელისაშვილი

19.07.21 11:58
ძალიან  კარგად მახსოვს აშშ-ის კრიტიკული პოზიცია სააკაშვილის დროს - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას ამერიკისა და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია წინა ხელისუფლების დროინდელ სასამართლო სისტემაზე. ელისაშვილი ამბობს, რომ კარგად ახსოვს აშშ-ის კრიტიკული პოზიცია წინა ხელისუფლების მიმართ.

ძალიან დასანანია და გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ გვყავს ქვეყნის მეთაური, რომელიც ვერ ზომავს სათქმელს, იძახის ისეთ რაღაცას, რომლის გამოც მერე დარტყმებს ქვეყანა იღებს. მეც ძალიან  კარგად მახსოვს აშშ-ის კრიტიკული პოზიცია სააკაშვილის დროს და აშშ-ს საელჩო რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ალბათ ყველას გადაგვივლიდა. როცა შენი სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ შენზე, რომ შეთანხმებას არღვევ, ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება არის საკმაოდ მძიმე", - ამბობს ელისაშვილი.