დანიის საგარეო: თუ "ოცნება" არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო EU-ში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა

28.05.24 19:56
დანიის საგარეო: თუ "ოცნება" არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო EU-ში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის მიღებას ეხმაურება. საგარეო უწყება წერს, რომ „თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა”.

„მიუხედავად პოპულარული ოპოზიციისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების” შესახებ, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა,” – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები