დუმას დეპუტატი არასდროს გავხდები - ანა ნაცვლიშვილი

28.05.24 20:02
დუმას დეპუტატი არასდროს გავხდები - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო არ გახდება რუსეთი და არც მე გავხდები დუმას დეპუტატი, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის წინ აქციაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით,  "ოცნების" დეპუტატებმა დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია. 

საქართველო არ გახდება რუსეთი, ამის მოლოდინი ტყუილად აქვთ და არც მე ვაპირებ, გავხდე დუმას დეპუტატი, მე ვარ საქართელოს ხალხის დეპუტატი საქართველოს პარლამენტშ იდა არავინ აპირებს საქართველო დაუთმოს რუსეთს. ბრძოლა იწყება ახლა, მათ ძალიან მძიმე რამეს მაოწერეს ხელი. ამას ერთადერთი სახელი აქვს - სამშობლოს ღალატი და სამშობლოს ღალატისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, - ამბობს ნაცვლიშვილი.  

რუსული კანონი დამტკიცებულია. პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტო დაძლია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა. 

მსგავსი სიახლეები