გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე - ეკა გიგაური

28.05.24 20:16
გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე -  ეკა გიგაური

გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, - ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე "საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ "ოცნების" რუსული კანონის აღსრულებას არასამთავრობოები არ აპირებენ და დაუმორჩილებლას აცხადებენ. 

ამასთან, გიგაური ამბობს, რომ მესამე სექტორი არცევნებს ყურადღებით დააკვირდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაშ ვითარება შეიცვალოს. 

გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა ასეთი მარტივი. ეს ნაწილი არის მხოლოდ ბრძოლის ერთი ეტაპი და მეორე იქნება უფრო ინტენსიური. ჩვენ ჩვენი მხრიდან დაუმორჩილებლობაში შევდივართ არასამტავრობო სექტორი. არავინ დარეგისტრირდება და არავი აღასრულებს მათ მიერ მიღებულ რუსულ კანონს. ჩვენ რუსულ კანონში არ ვიცხოვრებთ. ეს არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების ხმებს, დავაკვირდებით არჩევნებს, დავიცავთ მთლიანად არჩევნებს და გავაკეთებთ ყევლაფერს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ვითარება. ისინი თავის ბრძლაში იქნებიან მარტო. ქართელმა ხალხმა დავასანქცირეთ „ქართული ოცნება“. იგივე გააკეთა დაასვლეთმა, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაშ ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ, - ამბობს ეკა გიგაური.

მსგავსი სიახლეები