ნორვეგიის საგარეო: ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: EU-ში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი
საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის დამტკიცებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი - წერს საგარეო უწყება.
„ქართული ოცნების“ მიერ „უცხოელი აგენტების კანონზე“ ვეტოს უარყოფა ნათელი სიგნალია: ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო შეუერთდება დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახს და გვერდში დაუდგება ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სურვილში," - წერია განცხადებაში.