უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ერთობლივ შეხვედრაში.