ჰაკერი: "ოცნება" ბრმად მიემართება რუსეთისკენ... კანონი უნდა გაუქმდეს

28.05.24 20:25
ჰაკერი: "ოცნება" ბრმად მიემართება რუსეთისკენ... კანონი უნდა გაუქმდეს

"ოცნება" ბრმად მიემართება რუსეთისკენ... კანონი უნდა გაუქმდეს", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატისა და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრის, თომას ჰაკერის განცხადებაშია საუბარი.

ჰაკერი რუსულ კანონზე "ოცნების" ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სერიოზული შეცდომაა. 

სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა და გერმანიამ სამომავლო თანამშრომლობა კრიტიკულად უნდა დააყენონ. უკვე დაგვიანებულია პერსონალური სანქციები და ევროკავშირში შესვლის აკრძალვები მათთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. "ქართული ოცნება" 
იზოლირებულია საკუთარი საზოგადოებისგან და ბრმად მიემართება რუსეთისკენ.

"უცხოური აგენტების" შესახებ კანონი უნდა გაუქმდეს. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შეფასება ერთმნიშვნელოვანი იყო", - წერს ჰაკერი.

მსგავსი სიახლეები