კობახიძე გარანტიას ვერ დებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოსთვის მოხდება

28.05.24 20:36
კობახიძე გარანტიას ვერ დებს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოსთვის მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ იღებს ბოლომდე პასუხისმგებლობას, რომ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა წლის ბოლოსთვის მოხდება. 

"პირველების" კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რუსულმა კანონმა შანსები გაზარდა. 

ამ კანონმა გაზარდა შანსები იმისა, რომ გაიხსნას მოლაპარეკებები. 2022 წელს უსამართკოდ ეთქვა ქვეყანას უარი კანდიდატის სტატუსზე, თუმცა 2023 წელს სწორედ ჩვენი პრინციპულობით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. წელს იქნება თუ გაისად, აუცილებლად მივაღწევთ შედეგს, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისევ ქვეყნის უკრაინიზაციის პრობლემაზე ისაუბრა:  

ჩვენ არ გვინდა უკრაინიზაცია. თუ არ იქნება გამჭვირვალობა, უკრაინიზაციის რისკი არის მაღალი. თუ დამშვიდდება ქვეყანა, ბევრად უფრო სწრაფად ვივლით ევროინტეგრაციისკენ, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები