ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია - კობახიძე
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მათთვის სანქციებზე საუბარი "არასერიოზულია". ამის შესახებ მან 28 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და რუსული კანონის დამტკიცებას გამოეხმაურა.
ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.