პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს

28.05.24 20:44
პრემიერი ამტკიცებს, რომ რუსული კანონი ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს შეუწყობს

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რუსული კანონის მიღება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას და ბლოკში საქართველოს გაწევრიანებას ხელს შეუწყობს. 

მისი თქმით, კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას, დეპოლარიზაციას.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.

გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად.

როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა". - თქვა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები