პარტია „ევროპელი დემოკრატები“ „ევროპულ - დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება

28.05.24 20:52
პარტია  „ევროპელი დემოკრატები“  „ევროპულ -  დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია  „ევროპელი დემოკრატები“  „ევროპულ -  დემოკრატიულ ერთობასთან“ ერთად „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.  

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ "ქართული ქარტიის" გარშემო კონსესუსი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს. 

პოლიტიკური  გაერთიანება  „ევროპელი დემოკრატები“ და პოლიტიკური  პლატფორმა „ ევროპულ -  დემოკრატიული ერთობა“ , მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ერთიანობის ინიციატივას და ვუერთდებით „ქართულ ქარტიას“.  ჩვენ ვიზიარებთ „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას,  რეფორმების გეგმას, ვეთანხმებით სახელმწიფო მანქანის და მათ შორის ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. ასევე მოხარული ვართ, რომ ჩვენს მიერ დეკლარირებული პარლამენტის მოკლევადიანობის პრინციპი სრულად არის ასახული „ქართულ ქარტიაში“ და 2025 წელს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს. 

„ქართული ქარტიის“ ირგვლივ პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. გამარჯვების ფორმულის სრულყოფისთვის მნიშვნელოვნად მიგვაჩნია არ იყოს წინწამოწეული მთავრობის ფორმირების საკითხი. 
 ქართველი ხალხის ნების აღსრულებისთვის, ასევე ამომრჩევლის ხმების დასაცავად მიზანშეწონილად მიგვაჩნია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის გაღრმავება და გამოვხატავთ მზაობას  კონსულტაციებისთვის - ნათქვამია „ ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები