კანონის ამოქმედება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ახვევინებს - ლატვიის საგარეო
რუსული კანონის დამტკიცებას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყება განცხადებაში წერს, რომ კანონის დამტკიცება საქართველოს გაცხადებულ ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის საბოლოო მიღების გამო, კანონის გაუქმების შესახებ ძლიერი შიდა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს და ვენეციის კომისიის მოსაზრებას.
გასულ წელს ევროკავშირმა გაუხსნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კარი მას კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იმის გაგებით, რომ საქართველო წინ მიიწევს რეფორმის ცხრა ნაბიჯის შესრულებაში. ეს იყო ისტორიული მომენტი ქვეყნისთვის და მისი ხალხისთვის. სამწუხაროდ, გადაწყვეტილება ამ კანონის ამოქმედების თაობაზე ახვევინებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან და იმ ტრაექტორიიდან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აშკარად უჭერს მხარს.
ლატვია იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, ჩაერთოს შინაარსობრივ და ინკლუზიურ დიალოგში თავის მოქალაქეებთან, ისევე როგორც დაიცვას თავისი ვალდებულება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - წერია განცხადებაში.