იწყება "ქართული ოცნების” მშვიდობიანი გზით ჩამოცილების ახალი ეტაპი - "ლელო" განცხადება

28.05.24 21:11
იწყება "ქართული ოცნების” მშვიდობიანი გზით ჩამოცილების ახალი ეტაპი - "ლელო" განცხადება

იწყება "ქართული ოცნების” მშვიდობიანი გზით ჩამოცილების ახალი ეტაპი - "ლელო" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ ბრძოლის ავანგარდში იქნება და ივანიშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით დასამარცხებლად ყევლაფერს გააკეთებს. 

ჩვენს ქვეყანას 84 მოღალატე საბჭოთა კავშირში ვერ დააბრუნებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასი ათასობით მარო მაყაშვილი იბრძვის, - წერს "ლელო". 

ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის ის ეტაპი, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყო ქართველმა ხალხმა, დასრულდა "ქართული ოცნების" მოღალატეობრივი პოლიტიკის ლიგიკური შედეგით: რუსულმა ხელისუფლებამ მიიღო რუსული კანონი, რომელიც ცივილუზებულ სამყაროსგან იზოლაციით, რუსულ ორბიტაზე დაბრუნებით ემუქრება ჩვენს ქვეყანას.
 
დღეს ბრძოლაში კიდევ უფრო გამობრძმედილი ქართული საზოგადოება ისევ აცხადებს პარლამენტის წინ, რომ იწყება ბრძოლის, ქართული სახელმწიფოებრივი სხეულიდან “ქართული ოცნების” მშვიდობიანი გზით ჩამოცილების ახალი ეტაპი, რომელიც 5 თვეში აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. 

"ლელო" იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ   ლიგიკურად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი მოღალატე ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების გარდაუვალ შედეგამდე.

რუსული მთავრობა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს.
ჩვენ ვწერთ ისტორიას, ვქმნით საქართველოს, სადაც რაშიზმის ადგილი არ არის.
ეს არის იმ გზის დასაწყისი, რომლის ბოლოც 26 ოქტომბერს საქართველოს, ქართული მომავლის გამარჯვებით დასრულდება. 

"ლელო" ემზადება არჩევნებისთვის. ბრძოლა გრძელდება და ეს აუცილებლად უნდა ითარგმნოს იმ ენერგიაში, რომელიც არჩევნების შედეგზე აისახება. ეს გზა ერთად უნდა გავიაროთ და ბიძინას იმედები, რომ ჩვენი ენერგია გაიფლანგება, უნდა იქცეს მის ყველაზე დიდი იმედგაცრუებად. 

ჩვენი კარი ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვინც მზადაა, გახდეს ამ ბრძოლის პოლიტიკური შემადგენელი. პოლიტიკა არის ის, რაც ხდება ახლა რუსთაველზე და არა ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებობა.

საქართველოს გზა ევროკავშირისკენ შეუქცევადია. 
ჩვენ ვართ ევროპული კულტურის, ევროპული წარსულისა და მომავლის ერი და აწმყო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დღეს შექმნა, აუცილებლად შეიცვლება ღირსეული, ევროპული მომავლით, რომელსაც ახლა რუსთაველზე მდგომი ადამიანები ქმნიან.

არ დავიღლებით საქართველოს სიყვარულით. ჩვენ დავიცავთ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც დღეს საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ დაარღვია. 

ქართველ ხალხს აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვიცით, რომ მათი რეაქცია იქნება მწვავე. საქართველოს მოქალაქეები არ არიან ამ ბრძოლაში მარტო.
 
ჩვენს ქვეყანას 84 მოღალატე საბჭოთა კავშირში ვერ დააბრუნებს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ასი ათასობით მარო მაყაშვილი იბრძვის.

გავიმარჯვებთ სახელოვნად!, - ნათქვამია "ლელოს" განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები