ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა

19.07.21 12:25
 ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. ზელენსკის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე საათის წინ დაეშვა.

ზელენსკი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემაა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, ერთობლივ შეხვედრაში.