ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით - ავსტრიის საგარეო
"ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით!" - ასე ეხმაურება ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის დამტკიცებას.
როგორც განცხადებაში წერია, რუსული კანონის მიღება ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის ნებას.
ძალიან ვწუხვართ, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებაზე. ეს არის საგანგაშო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს ევროპული მომავლის შესახებ“,- ნათქვამია ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაში.