განვიხილავთ ყველა ვარიანტს - ევროკომისიის პრეზიდენტი

28.05.24 21:33
განვიხილავთ ყველა ვარიანტს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი "ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. 

"ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

"ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება.

მაგრამ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.

ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები," - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.