კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, იგი დააზარალებს საქართველოს EU-ის გზაზე - ბრიტანეთის საელჩო

28.05.24 21:38
კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, იგი დააზარალებს საქართველოს EU-ის გზაზე - ბრიტანეთის საელჩო

 

 

რუსული კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დააზარალებს - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია საუბარი. 

საელჩო წერს, რომ კანონი "დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე": 

"დიდი ბრიტანეთი ღრმად არის შეშფოთებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით. ჩვენ ვრჩებით იმ აზრზე, რომ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები