"ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე" - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

28.05.24 22:03
"ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე" -  შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი "ოცნებას"

"ქართული ოცნების" მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრიომი ეხმაურება და პირდაპირ წერს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებუის "გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე.

"საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და მიიღოს კანონი გარე გავლენის შესახებ დიდი პროტესტის, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაუქმების მიუხედავად.

ვინაიდან კანონი შეუთავსებელია EU-ის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე," -  დაწერა მან X-ზე.

მსგავსი სიახლეები