"მერე მოგხედავ... გაწიე მყრალი მიკროფონი" - აჭარის პოლიციის უფროსი "ტვ პირველის" კითხვებმა გააღიზიანა
"გაწიე ეს მყრალი მიკროფონი, მიხედე საქმეს", - ასე მიმართა აჭარის პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ, ტვ პირველის ჟურნალისტს, რომელსაც შეკითხვები უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხზე ჰქონდა. გალდავას მტკიცებით, მას უკრაინელი მეზღვაურების დაკავებისა და გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და არც ვალდებულია, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოს.
თქვენი დღის წესრიგით არ ვმუშაობ დღეს მე, არც თქვენი კორესპოდენტი ვარ ეხლა, რომ კითხვებზე პასუხები გავცე, მერე მოგხედავ, ეგ არ არის შენი საქმე, მე სად ვჩანვარ, შენი დღის წესრიგით არ ვმოძრაობ მე", - პასუხობს გალდავა.
გალდავას თქმით, 5 ივლისის მოვლენებზე იგივე შეფასება აქვს, რაც მის ზემდგომებს. ბადრი ესებუას კი მაშინ მიხედავს, როცა საჭიროებას დაინახავს.
ბადრი ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება მაშინ, როგორც კი ვიპოვით", - პასუხობს გალდავა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ გალდავა შსს-ს ის მაღალჩინოსანია, რომელმაც საქართველოს ბანკში შეჭრილ ბადრი ესებუას მოთხოვნილი ნახევარი მილიონი მიაწოდა.