კრემლის მაქინაციების შედეგია... ეს სისუსტის მანიშნებელია - ჰელსინკის კომისია რუსული კანონის დამტკიცებაზე

28.05.24 22:11
კრემლის მაქინაციების შედეგია... ეს სისუსტის მანიშნებელია - ჰელსინკის კომისია რუსული კანონის დამტკიცებაზე

ჰელსინკის კომისიის სახლის ხელმძღვანელობა გმობს რუსული სტილის კანონის ამოქმედებას საქართველოში და განცხადებას ავრცელებს.

მას შმედეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი დაამტკიცა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე წერილს ავრცელებს და წერს, რომ კანონი იძულებით განხორციელდა, რომლის მიზანსაც დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ კურსზე დარტყმა წარმოადგენს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო," - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი და ჰელსინკის კომისიის წევრი და ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრი სტივ კოენი.

საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი განხორციელება, მიუხედავად ქართველი ხალხის აბსოლუტურად მკაფიო ნებისა, გამიზნულია, როგორც საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკურ მომავალზე.

სინამდვილეში, ეს სისუსტის მანიშნებელია, რადგან თავისუფალი ხალხის სადამსჯელო იძულების მცდელობას შედეგები მოჰყვება.

ეს არის კრემლის მაქინაციების შედეგი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს, დაიპყროს თავისი მეზობლები და განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციები უკრაინასა და საქართველოში, რომელთა ისტორია და კულტურა მოსკოვამდელია, საკუთარი იმპერიული მიზნებისთვის.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მან დაიწყო.

ჩვენ კონგრესში მოუთმენლად ველით „MEGOBARI Act-ის“ წინსვლას, რათა უზრუნველვყოთ პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის ნებაზე ამ თავდასხმისთვის.

შეერთებული შტატები დგას ჩვენს მეგობრებთან, ქართველ ხალხთან, რათა დაიცვას ქართველთა თაობების შესრულებული სამუშაო თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის.  ჩვენ მოუთმენლად ველით ქართული დემოკრატიის მხარდაჭერას კანონპროექტში ასახული მექანიზმებით და სხვა“, – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები