კოპმანი: კანონი ეწინააღმდეგება EU-ის პრინციპებს და ღირებულებებს... უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებებს, უკან ხევს და უარყოფითად მოქმედებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორი, ერტ იან კოპმანი სოციალურ ქსელში წერს.
კოპმანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების შესაბამისად იმოქმედოს.
ევროკავშირი იმეორებს თავის მტკიცე პოზიციას, რომ კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, უკან იხევს მინიმუმ 3/9 საფეხურზე და უარყოფითად იმოქმედებს #საქართველო-ევროკავშირის გზაზე.
ჯერ კიდევ არის დრო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს ქართული საზოგადოების პროევროპული ორიენტაციის შესაბამისად," - წერს კომპანი.