არჩევნებისთვის უნდა დავირაზმოთ, არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს - ნიკა მელია
პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა მელია შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს მაოხლოებულ არჩევნებში ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ ახლა ყველა 26 აქტომბრის არცევნებისთვის უნდა დაირაზმოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ერთიანი და არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
ძალიან მალე ჩვენ უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე, რომელსაც ელექტორალური ბრძოლის ველი ჰქვია, მოვიდეთ ყველა პოლიტიკაში ჩართული ადამიანი ყველა ცოცხალ ადამიანთან და მოხდეს დარაზმვა კონკრეტული კალენდარული დღისთვის.
იწყება მძიმე პოლიტიკური პროცესი, სადაც ავანგარდში, მათ შორის, პირველ რიგში, პოლიტიკოსები გამოვალთ და წარვდგებით საზოგადოების წინაშე იმ პლატფორმებით, რაზეც შევთანხმდებით და ამომრჩეველს ექნება, ჩემი ღრმა რწმენით, რამდენიმე არჩევანი ოპოზიციური ველიდან გასაკეთებელი. მთავარი ამოცანაა, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ამის გარშემოც იყოს ერთობა და როგორც ჩანს, ეს ერთობა აუცილებლად გარდაუვალი იქნება, - ამბობს ნიკა მელია.