ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა - ღარიბაშვილი მიშელთან აუდიენციაზე

19.07.21 12:44
ვუთხარი, რომ  ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა - ღარიბაშვილი მიშელთან აუდიენციაზე

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთახმების პირობებს ზედმიწევნით ასრულებს. ამის შესახებ  მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან, შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მინდა, გითხრათ, რომ მე მქონდა ძალიან  ნაყოფიერი საუბარი მიშელთან, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ მოტივირებული და ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება შესრულდა და სრულდება, მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს არ აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი, რაც არის ძალიან დიდი  შემაფერხებელი ფაქტორი პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და სიტუაციის დამშვიდებისთვის, ჩვენი მთავარი  ამოცანა  არის სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება, ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც გავუზიარეთ პრეზიდენტ მიშელს და ამაზე სრული თანხვედრა გვაქვს.

მეორე- მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლიტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, იყოს პროცესი გამჭირვალე. მე ვთხოვე პრეზიდენტ მიშელს, რომ რაც შეიძლება, მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნოს ევროკავშირის ეგიდით საქართველოში, რომ არავის მიეცეს საშუალება სპეკულაციის", - ამბობს ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის შეხვედრა ბათუმში ცოტა ხნის წინ შედგა.

მსგავსი სიახლეები