"მადლობა" - აქციის მონაწილეების შეძახილები ათონელის რეზიდენციასთან

28.05.24 22:55
"მადლობა" - აქციის მონაწილეების შეძახილები ათონელის რეზიდენციასთან

"მადლობა" - ამ სიტყვას სკანდირებენ აქციის მონაწილეები ათონელის რეზიდენციასთან. საპროტესტო მსვლელობით ისინი პარლამენტიდან ათონელის სასახლესთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები ახლა "ქართული ოცნების" ოფისისკენ მიდიან. 

დღესვე დაანონსდა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართება 2 ივნისსაც რესპუბლიკის მოედანზე.

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია - რუსული კანონი დამტკიცებულია. დარბაზში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმყოფებოდნენ. სხდომას 84 დეპუტატი ესწრებოდა. 

პრეზიდენტმა ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და რეფერენდუმის ჩატარება დაანონსა.

პრეზიდენტმა რეფერენდუმი დააანონსა - რას იზამს პრემიერი (რა წერია კანონში)?

 

მსგავსი სიახლეები