ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო, მთელი მსოფლიო არის ქართველი ხალხის გვერდით - ლევან ხაბეიშვილი
ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო, მთელი მსოფლიო არის ქართველი ხალხის გვერდით - ამის შესახენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კრემლის დავალება შეასრულა.
რატომ აკეთებს ამას - რუსეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარიბ ეთქვა, ამ კანონით ეს გააკეთა ივანიშვილმა. მიზანი არის ის რომ ჩვენი ქვეყანა ცენტრალური დერეფანი არ იყოს დასავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ამით რუსეთი ამბობს, რომ რეგიონში საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ასე უყურებს პუტინი საქართველოს - თქვა, ნახეთ, საქართველო თავად ამბობს ევროკავშირზე უარს.
ერთია რას ამბობს რუსული ხელისუფლება და მეორე რა არის ქართველი ხალხის ურყევი ნება - მთელი მსოფლიო მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ახლა მთავარია, ბრძოლა გავაგრძელოთ. საბოლოო შედეგი იქნება რამდენიმე თვეში"- თქვა ხაბეიშვილმა.