რიჰარდს კოლსი: "ოცნების“ რუსეთთან მიახლოება წარმოადგენს არასწორ და რეგრესულ გზას. არსაითკენ მიმავალი გზაა

28.05.24 23:07
რიჰარდს კოლსი: "ოცნების“ რუსეთთან მიახლოება წარმოადგენს არასწორ და რეგრესულ გზას. არსაითკენ მიმავალი გზაა

"ღრმად იმედგაცრუებული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის" - ამ განცხადებას რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი ავრცელებს.

კოლსი წერს, რომ რუსული კანონის დამტკიცება საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება.

"„ქართული ოცნების“ რუსეთთან მიახლოება წარმოადგენს არასწორ და რეგრესულ გზას" - წერია განცხადებაში.

ღრმად იმედგაცრუებული დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. მიუხედავად მნიშვნელოვანი შიდა პროტესისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართვისა, საქართველოს მთავრობამ გააუქმა პრეზიდენტის ვეტო საკამათო "უცხოელი აგენტების" კანონზე.

ეს კანონმდებლობა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს, რაც ფაქტობრივად აფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. თავისუფლებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვა ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს.

„ქართული ოცნების“ რუსეთთან მიახლოება წარმოადგენს არასწორ და რეგრესულ გზას, რომელიც აშორებს საქართველოს იმ იმედისმომცემი მომავლისგან, რომელსაც ევროპასთან გაერთიანება გვთავაზობს.
არსაითკენ მიმავალი გზაა," - წერს რიჰარდს კოლსი.

მსგავსი სიახლეები